თავში

მაიკ პომპეო ტელეკომპანია Fox News-ის თანამშრომელი გახდა

მაიკ პომპეო ტელეკომპანია Fox News-ის თანამშრომელი გახდა
მაიკ პომპეო ტელეკომპანია Fox News-ის თანამშრომელი გახდა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ტელეკომპანია Fox News-ის თანამშრომელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

„მაიკ პომპეო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივსაცემი დიპლომატი, სახელმწიფო მოხელე და იურისტია, Fox News Media-ს პლატფორმებზე ანალიტიკით იქნება დაკავებული, მათ შორის Fox News-სა და Fox Business-ის სატელევიზიო პროექტებში, საიდანაც ის საკუთარ მოსაზრებებს მილიონობით ადამიანს გააცნობს“, - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

თავის მხრივ, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მზად არის, ტელემაყურებლებს სამართლიანი და აწონილი მოსაზრება შესთავაზოს გეოპოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system