თავში

მაიკ პომპეოს განცხადებით, ჩინური ვაქცინა არაეფექტურია

მაიკ პომპეოს განცხადებით, ჩინური ვაქცინა არაეფექტურია
მაიკ პომპეოს განცხადებით, ჩინური ვაქცინა არაეფექტურია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს მოუწოდა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გამჭვირვალედ იმუშაოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პეკინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს.

მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჩინეთი კვლავ განაგრძობს დეზინფორმაციის გავრცელებას ვირუსის შესახებ და, ამასთან,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას COVID-19-ის წარმოშობისა და გავრცელების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში ხელს უშლის.

”ისინი ვაჭრობენ ვაქცინებით, რომლებსაც უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ გააჩნიათ, რაც მათი მხრიდან კლინიკური კვლევების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უგულებელყოფით არის გამოწვეული”, - განაცხადა პომპეომ და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს როგორც ჩინეთის მოქალაქეებს, ისე მთელ მსოფლიოს.

პომპეომ ყველა ქვეყანას მოუწოდა ჩინეთს გამჭვირვალეობის მოთხოვნით მიმართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამომავლოდ ჩინეთიდან ახალი პანდემიის გავრცელება არის მოსალოდნელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system