თავში

მაიკლ ბლუბმერგი, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირველ დაპირებას ასახელებს

მაიკლ ბლუბმერგი, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირველ დაპირებას ასა
მაიკლ ბლუბმერგი, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირველ დაპირებას ასახელებს

მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო რბოლაში ოფიციალურად ჩაერთო, აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ს პარიზის კლიმატის ხელშეკრულებაში დააბრუნებს.

"პრეზიდენტის პოსტზე პირველი ნაბიჯის სახით მე პარიზის ხელშეკრულებაში დავბრუნდები", - წერს ბლუმბერგი Тwitter-ში.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარიზის კლიმატის შეთანხმება 2017 წელს დატოვა და მიზეზად „დიდი ეკონომიკური რისკები“ დაასახელა. 

ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთო და ის დემოკრატების პრაიმერიზში მიიღებს მონაწილეობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system