თავში

მაილი საირუსის “We Can't Stop” პლაგიატის შესახებ სასამართლო პროცესი დასრულდა

მაილი საირუსის “We Can't Stop”
მაილი საირუსის “We Can't Stop” პლაგიატის შესახებ სასამართლო პროცესი დასრულდა

მაილი საირუსის იურისტებმა სიმღერის “We Can't Stop-ის” საქმის ფარგლებში მიმდინარე სასამართლო პროცესზე შეთანხმებას მიაღწიეს. 2018 წელს იამაიკაში, მომღერალმა მაიკლ მეიმ მაილი საირუსი პლაგიატში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

მუსიკოსი აცხადებს, რომ მაილიმ მისი სიმღერის "We Run Things" ნაწილი მოიპარა და სიმღერაში “We Can't Stop-ში” ჩასვა: სტრიქონი “We run things / Things don't run we” ორივე კომპოზიციაშია წარმოდგენილი. 

მეიმ მომღერლის RCA Records- ისგან 300 მილიონი დოლარი მოითხოვა. 

მხარეებმა გარიგებას მიაღწიეს და სასამართლო პროცესი საბოლოოდ,  მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში დასრულდა. RCA Records– მა პირობა დადო, რომ ანაზღაურებას მაისამდე გადაიხდის. მისი ოდენობა არ გამჟღავნებულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system