თავში

მაკაოში ყველა კაზინოს დახურავენ

​მაკაოში ყველა კაზინოს დახურავენ
მაკაოში ყველა კაზინოს დახურავენ

მაკაოს ადმინისტრაციის უფროსის, ჰე იჩენის გადაწყვეტილებით, ქალაქში ყველა კაზინო ორი კვირით დაიხურება. მიზეზი - ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი RTHK ავრცელებს.

კაზინოების დახურვის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გაცხება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ მაკაოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 10 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი საათობრივად იზრდება. ბოლო მონაცემებით ჩინეთში 2019-nCoV-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 20000-ზე მეტია. დაღუპულია 425 ადამიანი. ექიმები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით კიდევ 21500 პირს, შესაძლოა, კორონავირუსი გამოუვლინდეს. მედიკოსებმა 622 პაციენტის განკურნება შეძლეს და საავადმყოფოდან გაწერეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system