თავში

მაკრონი: მოვუწოდებთ რუსეთს გააკეთოს სწრაფი და შეუცდომელი განმარტება

მაკრონი: მოვუწოდებთ რუსეთს გააკეთოს სწრაფი და შეუცდომელი განმარტება
მაკრონი: მოვუწოდებთ რუსეთს გააკეთოს სწრაფი და შეუცდომელი განმარტება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთისგან, რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ დაუყოვნებლივი განმარტება მოითხოვა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ პარიზი არ დაუშვებს წითელი ხაზების გადაკვეთას ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე.

”ჩვენ არ მოვითმენთ ქიმიური იარაღის გამოყენებას ევროპაში, რუსეთში ან სირიაში. მოვუწოდებთ რუსეთს, რომ სრულად მოჰფინოს ნათელი, ნერვულ-პარალიტიკური აგენტის, ნოვიჩოკის გამოყენებით, პოლიტიკური ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობას. განმარტება სწრაფი და შეუცდომელი უნდა იყოს,“ - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system