თავში

მაკრონი, შესაძლოა, მოსმენის მსხვერპლი ყოფილიყო

​მაკრონი, შესაძლოა, მოსმენის მსხვერპლი ყოფილიყო
მაკრონი, შესაძლოა, მოსმენის მსხვერპლი ყოფილიყო

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ტელეფონი, შესაძლოა, პროგრამა Pegasus-ის დახმარებით მის მოსასმენად ყოფილიყო გამოყენებული. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი "Le Monde" იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტის ერთ-ერთი ნომერი, რომელსაც ის 2017 წლიდან დღემდე რეგულარულად იყენებს, ფიგურირებს სიაში, რომლებსაც პროგრამის გამოყენებით უსმენდნენ. ასეთი რამ, სავარაუდოდ, მაროკოს ინტერესებიდან გამომდინარე ხორციელდებოდა.

გამოცემის თანახმად, ჯაშუშობის მსხვერპლი ასევე საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი და 14 მინისტრი გახდნენ.

ცნობისთვის, 19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ფირმა NSO Group-ის მიერ შემუშავებული ჯაშუშური პროგრამა Pegasus-ის გამოყენებით, ავტორიტარულმა მთავრობებმა და სხვადასხვა სადაზვერვო უწყებებმა წლების მანძილზე ასობით ადამიანის უფლებათა დამცველის, ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის თვალთვალი შეძლეს. დამოუკიდებელ IT ექსპერტებს გადაეცათ 44 შემთხვევით შერჩეული ჩანაწერი, რომელთაგან 37-ში ჯაშუშური პროგრამის კვალი გამოვლინდა.

20 ივლისს პარიზის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ისრაელში შექმნილი, ელექტრონული ჯაშუშობის სისტემა Pegasus-ის გამოყენებით ფრანგ ჟურნალისტებს უთვალთვალებდნენ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system