თავში

მაკრონი თვლის, რომ ტრამპი-რუჰანის მოლაპარაკებებისთვის პირობები მზად არის

ტრამპი-რუჰანის მოლაპარაკებებისთვის პირობები მზად არის
მაკრონი თვლის, რომ ტრამპი-რუჰანის მოლაპარაკებებისთვის პირობები მზად არის

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ-სა და ირანის ლიდერების შეხვედრისთვის ნიადაგი მზად არის. შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში უნდა გაიმართოს, თუმცა მოახერხებს თუ არა ორი ქვეყნის პრეზიდენტი მოლარაკაკებებში წინსვლას, ეს მათზეა დამოკიდებული.

„ამ კონტექსტში შექმნილია პირობები მოლაპარაკებების მაგიდასთან სწრაფად დასაბრუნებლად. შესაძლებელია ვითარების დეესკალაცია და გრძელვადიან შეთანხმებაზე მოლაპარაკება, თუმცა ეს ორივე მხარეზეა დამოკიდებული“, - განაცხადა მაკრონმა.

ირანის პრეზიდენტი, გაეროს სამიტის ფარგლებში, ტრამპთან შეხვედრის წინაპირობად, ირანისთვის დაწესებული სანქციების შესუსტებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ მას არ სურდა შეხვედრა მხოლოდ ფოტოს გადასაღებად.

გაეროს სამიტის ფარგლებში ირანის პრეზიდენტი უკვე შეხვდა დიდი ბრიტანეთის პრემიერს ბორის ჯონსოსნს, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტს ემნაუელ მაკრონს. სამივე ქვეყანამ აშშ-თან და საუდის არაბეთთან ერთად ერთად, ირანი საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system