თავში

მაკრონმა და ბაიდენმა ტელეფონით ისაუბრეს

​მაკრონმა და ბაიდენმა ტელეფონით ისაუბრეს
მაკრონმა და ბაიდენმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ელისეს სასახლე და თეთრი სახლი ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, საფრანგეთის ელჩი აშშ-ში მომავალ კვირას დაბრუნდება. ამასთან, ლიდერები ნდობის აღსადგენად ღრმა კონსულტაციების დაწყებასა და ოქტომბრის ბოლოს ევროპაში შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა ავსტრალიას, აშშ -სა და ბრიტანეთს შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგები განიხილეს.

"შეთანხმდნენ, რომ არსებულ ვითარებას წაადგება მოკავშირეებს შორის ღია კონსულტაციები საფრანგეთისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების სტრატეგიული ინტერესების საკითხებზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია უსაფრთხოების სფეროში სამმხრივ პარტნიორობას ქმნიან, რომელიც ჩინეთისადმი წინააღმდეგობის გასაწევად იქნება მიმართული. სამმხრივი ხელშეკრულების გამო, ავსტრალიამ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა. პარიზმა ამას "ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს. გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების გამო, საფრანგეთმა კონსულტაციებისთვის აშშ-დან ელჩი გაიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system