თავში

მაკრონმა ებრაელების საფლავების წაბილწვის ფაქტი დაგმო

​მაკრონმა ებრაელების საფლავების წაბილწვის ფაქტი დაგმო
მაკრონმა ებრაელების საფლავების წაბილწვის ფაქტი დაგმო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვედა რეინის დეპარტამენტში ებრაელების საფლავების წაბილწვის ფაქტი დაგმო.

"ებრაელები საფრანგეთის ნაწილია და მას ქმნის. ისინი, ვინც მათ, მათ საფლავებს თავს ესხმის, იმ იდეების ღირსი არ არის, რომელსაც საფრანგეთი იზიარებს. ანტისემიტიზმი - დანაშაულია და ჩვენ ამას უნდა ვებრძოლოთ, როგორც ვესტოფენეში, ასევე ყველგან მანამ, სანამ ჩვენს გარდაცვლილებს მშვიდად ძილის საშუალება არ ექნებათ", - დაწერა პრეზიდენტმა "ტვიტერზე".

საფრანგეთის ქალაქ ელზასში 107 ებრაელის საფლავი სვასტიკებით და ანტისემიტური სლოგანებით მოხატეს. ინციდენტი ვესტოფენის კომუნაში მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ჯამში საფლავის 107 ქვა დააზიანეს. სულ სასაფლაოზე 700 ებრაელია დაკრძალული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system