თავში

მაკრონმა ჯანმო-ს ქვეყნებს მოუწოდა, დაავადებების შესახებ ინფორმაცია არ დამალონ

არ დამალონ
მაკრონმა ჯანმო-ს ქვეყნებს მოუწოდა, დაავადებების შესახებ ინფორმაცია არ დამალონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა დაავადებებთან დაკავშირებული ინფორმაცია არ უნდა დამალონ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას EFE ავრცელებს.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის არცერთმა ქვეყანამ არ უნდა დაიმალოს ინფორმაცია ან ხელი შეუშალოს მონაცემთა გადაცემას", - განაცხადა მან ლიონში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანმო-ს გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსიც ესწრებოდა.

მაკრონმა არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყანას გულისხმობდა ამ შემთხვევაში, თუმცა, დასავლური მედია აღნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, ეს იყო მინიშნება ჩინეთსა და ინფორმაციაზე, რომელიც სპეციალისტებს COVID-19-ის წარმოშობის დადგენაში დაეხმარებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system