თავში

მაკრონმა ლუკაშენკოს გადადგომისაკენ მოუწოდა

მაკრონმა ლუკაშენკოს გადადგომისაკენ მოუწოდა
მაკრონმა ლუკაშენკოს გადადგომისაკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოცემა Le Journal du Dimanche-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თანამდებობა უნდა დატოვოს.

"ის, რაც ბელარუსში ხდება - ძალაუფლების კრიზისია, ავტორიტარული მთავრობის, რომელიც დემოკრატიას მოწყვეტილია და ცდილობს ძალაუფლება ძალის გამოყენებით შეინარჩუნოს. აშკარაა, რომ ლუკაშენკომ თანამდებობა უნდა დატოვოს", - განაცხადა მაკრონმა. 

მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა.

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system