თავში

მაკრონმა მაღაზიის თანამშრომლებს მუშაობის გაგრძელებისაკენ მოუწოდა

მაკრონმა მაღაზიის თანამშრომლებს მუშაობის
მაკრონმა მაღაზიის თანამშრომლებს მუშაობის გაგრძელებისაკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სასურსათო მაღაზიებსა და სხვა საჭირო ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს მუშაობის გაგრძელებისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, ადამიანების გადაადგილება და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

"ჩვენს ქვეყანას ხელის შეწყობა სჭირდება",- განაცხადა მაკრონმა.

ვირუსისადმი შიშს უამრავი ადამიანი გამოხატავს. მაღაზიებსა და სავაჭრო ობიექტებში მუშაობაზე უარს აცხადებენ. საფრანგეთის მთავრობა კი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებას ცდილობს.

ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა. ბრუნო ლე მაირმა განაცხადა, რომ არა მომხმარებლებისთვის მხოლოდ კვების მრეწველობა, არამედ ყველანაირი საქონელი უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

ამ კვირაში, საფრანგეთში ყველა რესტორანი, კაფე, კინოთეატრი და საცალო მაღაზია დაიხურა, რომლებიც აუცილებელი საჭიროების სიაში არ არის შეტანილი. ხოლო იმ ბიზნესებსა და საქმიანობებში, რომელთა გაძღოლაც სახლის პირობებშიც შეიძლება, მუშაობა ყველა თანამშრომელმა დისტანციურად გააგრძელა.

იმ დაწესებულებებმა კი, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცათ, უსაფრთხოების დაცვის ყველა წესი მკაცრად უნდა დაიცვან, სოციალური დისტანციის დაცვის, ხელების ხშირად დაბანისა და დეზინფექციის ჩატარების ჩათვლით.

საფრანგეთში, ბოლო მონაცემებით კორონავირუსით 11,000 ინფიცირებული და 372 გარდაცვლილი ადამიანია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system