თავში

მალაიზია ისევ მკაცრ შეზღუდვებს აწესებს

მალაიზია ისევ მკაცრ შეზღუდვებს აწესებს
მალაიზია ისევ მკაცრ შეზღუდვებს აწესებს

მალაიზიის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში 12 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით კორონავირუსთან საბრძოლველად შეზღუდვები ისევ მკაცრდება. ინფორმაციას ამის შესახებ The Straits Times ავრცელებს.

"ქვეყანაში მოგზაურობის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. გარდა ამისა, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურება. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც საერთაშორისო გამოცდებს აბარებენ", - განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დამსაქმებლებმა ოფისებში დასაქმებულთა არა უმეტეს 30% უნდა დატოვონ. მისი თქმით, ასევე გაიხსნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მშობლების დასახმარებლად.

მალაიზიის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ქვეყანაში ერთი მანქანით გადაადგილება მხოლოდ 3 პირს შეეძლება, ხოლო მოძრაობა ქალაქებს, რეგიონებსა და შტატებს შორის მხოლოდ პოლიციის სპეციალური ნებართვით იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, მალაიზიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 445 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს  1,7 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system