თავში

მალაიზიაში პოლიეთილენის პარკები გაძვირდება

​მალაიზიაში პოლიეთილენის პარკები გაძვირდება
მალაიზიაში პოლიეთილენის პარკები გაძვირდება

მალაიზიის ხელისუფლება პოლიეთილენის პარკების ღირებულების გაზრდას გეგმავს. ახალი ფასი 20 მალაიზური სენის ნაცვლად 1 რინგიტი იქნება. ახალი რეგულაცია შტატ პინანგის ყველა სავაჭრო ცენტრში 2023 წლიდან ამოქმედდება.

შტატის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ფი ბუნ პო იმედოვნებს, რომ ეს ზომა პოლიეთილენის პარკების გამოყენებას შეამცირებს.

„ჩვენ ამ გეგმას მივყვები, სანამ ახალი წესები არ შევა ძალაში, რომლებიც პოლიეთილენის გამოყენებას საერთოდ აკრძალავს. ჩვენ საზოგადოებას მომზადებისთვის შესაბამის დროს მივცემთ“, - აღნიშნა პომ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ იტალიაში პლასტიკზე 1 ევროს ოდენობის გადასახადს დააწესებენ.

ცნობისთვის, პოლიეთილენის პარკების წარმოება საქართველომ გასულ წელს აკრძალა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system