თავში

მალაიზიაში 3D პირბადეების წარმოება დაიწყო

მალაიზიაში 3D პირბადეების წარმოება დაიწყო
მალაიზიაში 3D პირბადეების წარმოება დაიწყო

მალაიზიაში, მას შემდეგ, რაც სამედიცინო პერსონალმა დამცავი საშუალებების ნაკლებობა განიცადა, მოხალისეთა არმიამ ასობით 3D პირბადის წარმოება დაიწყო. 

”ყველა საავადმყოფოს სჭირდება არამარტო პირბადე, არამედ სპეციალური სათვალეები, ბახილები, ხელთათმანები და სპეციალური მაისურები", - განაცხადა მოხალისეთა კოლექტივის წევრმა, უილიამ კოუნგმა. 

მალაიზიაში სამედიცინო პერსონალს ასევე კვების პრობლემა აქვს და ისინი ძირითადად მხოლოდ ყავას სვამენ. ამიტომ მოხალისეთა ჯგუფმა შექმნა სპეციალური სერვისი, რომელიც სამედიცინო პერსონალს საკვებით უზრუნველყოფს.  

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მალაიზიის სამედიცინო პერონალის სულ მცირე 80 თანამშრომელი დაინფიზირდა კორონავირუსით, რადგან მათ შესაბამისი აღჭურვილობა არ ჰქონდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system