თავში

მალაიზიაში სახელმწიფო მოხელეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

​მალაიზიაში სახელმწიფო მოხელეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა
მალაიზიაში სახელმწიფო მოხელეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

მალაიზიის ხელისუფლებამ ფედერალურ მოხელეებს 1 ნოემბრამდე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დისციპლინარული სასჯელი ელის. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო უკუჩვენებების მქონე პირებისთვის და შესაბამისი დოკუმენტაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ უნდა იყოს დამოწმებული.

ხელისუფლების განცხადებით, საჯარო მოხელეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იმიტომ გახადეს, რომ საზოგადოების ნდობა გაეზარდათ და სამთავრობო სამსახურების გამართული მუშაობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო.

ქვეყნის საჯარო სამსახურის დეპარტამენტმა განმარტა, რომ საჯარო მოსამსახურეთა 98% უკვე ვაქცინირებულია, ხოლო 16 092 ჯერ კიდევ ასაცრელია. ჯამში, მალაიზიაში დაახლოებით 1.6 მილიონი საჯარო მოსამსახურეა.

ამ დროისთვის მალაიზიაში მოსახლეობის 61% ვაქცინირებულია.

პანდემიის დაწყებიდან მალაიზიაში კორონავირუსის 2,23 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 26,1 ათასზე მეტი ინფიცირებული გარდაიცვალა, 2 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system