თავში

მალდივებზე კომენდატის საათი დაწესდა

მალდივებზე კომენდატის საათი დაწესდა
მალდივებზე კომენდატის საათი დაწესდა
© alarabiya.net

მალდივების ხელისუფლება კორონავირუსთან საბრძოლველად დღეიდან კომენდატის საათს აწესებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კომენდანტის საათი იმოქმედებს ადგილობრივი დროით 21.00-დან 04.00 საათამდე. ინფორმაციას ამის შესახებ U.S. News  ავრცელებს.

"COVID-19-თან საბრძოლველად ქალაქ მალესა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე 21.00-დან 04.00 საათამდე დაწესებულია კომენდანტის საათი", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მალდივებზე COVID-19-ის 32 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსს 74 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system