თავში

მალდივის კუნძულებს საუკუნის ბოლოს გადაშენება ემუქრება

მალდივის კუნძულებს საუკუნის ბოლოს გადაშენება ემუქრება
მალდივის კუნძულებს საუკუნის ბოლოს გადაშენება ემუქრება
© rd.com

მალდივის კუნძულები საუკუნის ბოლოს, შესაძლოა, გაქრეს, თუ მსოფლიო სწრაფად და შეთანხმებულად არ შეებრძოლება კლიმატის ცვლილებას. ამის შესახებ ქვეყნის გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

მისივე თქმით, თუ გარემო იგივე ზიანს განიცდის, რაც ახლა არის, მაშინ 2100 წლისთვის მალდივის კუნძულები აღარ იარსებებს.

"კლიმატის ცვლილება რეალურია და ჩვენ ვართ ყველაზე დაუცველი ქვეყანა მსოფლიოში", - განაცხადა მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ დღეს მალდივის კუნძულების 80% ზღვის დონიდან მხოლოდ ერთი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ასევე დასძინა, რომ კუნძულების უმეტესობა წყალდიდობას განიცდის.

მინისტრის თქმით, მალდივის ხელისუფლებამ უკვე გააკეთა მთელი რიგი ძალისხმევა კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირების მიზნით. მაგალითად, ქვეყანა იღებს ზომებს სანაპირო ზონების დასაცავად. მალდივის კუნძულების ხელისუფლება ასევე ცდილობს გახდეს ლიდერი სათბურის გაზების ემისიების შემცირებაში, რათა დაარწმუნოს სხვა ქვეყნებიც მიბაძონ მას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system