თავში

მალე Instagram-ზე ჯგუფურად დასთორავთ

მალე Instagram-ზე ჯგუფურად დასთორავთ
მალე Instagram-ზე ჯგუფურად დასთორავთ

Instagram სულ მალე საშუალებას მოგცემთ, "სთორები" ჯგუფურად შექმნათ. აპლიკაციის მკვლევარის ჯეან მანჩუნ ვონგის თქმით, კომპანია ამ ფუნქციის გასამართად, აპლიკაციის ერთ-ერთ სატესტო ვერსიაზე მუშაობს. 

ვონგმა მიკრობლოგ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე „სქრინშოტი“ გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ კამერის ფუნქციებში ახლო მეგობრებისთვის განკუთვნილი ღილაკის გვერდით, ახალი ფუნქციაც - "სთორები" ჯგუფისთვის ემატება. 

ახალი სერვისის ამოქმედების შემდეგ, მომხმარებლები ახალი ჯგუფების შექმნას შეძლებენ და "სთორების" მეგობრებთან ერთად იქ დაპოსტავენ. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system