თავში

მალე "ომიკრონი" ევროპის ქვეყნებში დომინანტური იქნება - ჯანმო

​მალე "ომიკრონი" ევროპის ქვეყნებში დომინანტური იქნება - ჯანმო
მალე ომიკრონი ევროპის ქვეყნებში დომინანტური იქნება - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამით, "ომიკრორნით" ინფიცირების შემთხვევების მატება ევროპის ჯანდაცვის სისტემებს "ზღვარზე დააყენებს". ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელმა ჰანს კლიუგემ განაცხადა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ მორიგი ქარიშხალი გვიახლოვდება. რამდენიმე კვირაში "ომიკრონი" ევროპის უმეტეს ქვეყნებში დომინანტური იქნება, რაც უკვე დატვირთულ ჯანდაცვის სისტემებს უფსკრულისკენ უბიძგებს", - განაცხადა მან.

კლიუგეს თქმით, Covid-19-ის ახალი შემთხვევების დიდმა რაოდენობამ, შესაძლოა, მეტი ჰოსპიტალიზაცია და ჯანდაცვის სისტემებისა და სხვა კრიტიკული სერვისების მასიური შეფერხებები გამოიწვიოს.

"მთავრობები შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდისთვის უნდა მოემზადონ", - დასძინა მან.

კლიუგემ აღნიშნა, რომ შტამი "ომიკრონი" ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან სულ მცირე 38-ში აღმოაჩინეს, ზოგიერთ ქვეყანაში კი ეს ვარიანტი დომინანტურია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system