თავში

მალის პრეზიდენტი გადადგა

​მალის პრეზიდენტი გადადგა
მალის პრეზიდენტი გადადგა

მალის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბუბაქარ კეიტა სამხედრო ამბოხების შედეგად გადადგა. მან მან მთავრობა და პარლამენტიც დაითხოვა.

"ხელისუფლების შესანარჩუნებლად სისხლისღვრა არ მსურს",- განაცხადა იბრაჰიმ ბუბაქარ კეიტამ სატელევიზიო მიმართვისას.

ამბოხება 18 აგვისტოს მალის დედაქალაქ ბამაკოსთან მდებარე კატის სამხედრო ბაზიდან დაიწყო. ამბოხებულმა სამხედროებმა მალის პრეზიდენტი, მისი ვაჟი, პრემიერ-მინისტრი, ეროვნული კრების სპიკერი და საგარეო და ფინანსთა მინისტრები დააკავეს და დედაქალაქ ბამაკოსთან ახლოს მდებარე სამხედო ბანაკში გადაიყვანეს.

მალიში სამხედრო გადატრიალების მცდელობა ევროკავშირმა დაგმო. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ევროკავშირი უარყოფს ხელისუფლების არაკონსტიტუციური შეცვლის ნებისმიერ მცდელობებს. ეს ვერ იქნება პასუხი ღრმა სოციალურ-პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც მალის ბოლო რამდენიმე თვეა, დაატყდა თავს". ევროკავშირი მალიში მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის შუამავლობას მხარდაჭერას უცხადებს.

იბრაჰიმ ბუბაქარ კეიტა 2018 წელს მეორე ვადით აირჩიეს, თუმცა ბოლო პერიოდში ქვეყანაში პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილება იზრდებოდა. მას კორუფციასა და ეკონომიკის არასწორად მართვაში ადანაშაულებდნენ. მალიში, პრეზიდენტის გადადგომისა და რეფორმების განხორციელების მოთხოვნით, ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system