
მალიში ორი ვერტმფრენის კატასტროფას 13 ფრანგი სამხედრო ემსხვერპლა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, ჯარისკაცები ჯიჰადისტების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
გარდაცვლილთა შორის ექვსი ოფიცერი, ექვსი უნტერ-ოფიცერი და საფრანგეთის ჯარის უფროსი კაპრალი არიან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა შეიარაღებულ ძალებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და საჰელეში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ფრანგი სამხედროების სიმამაცეს გაუსვა ხაზი.