თავში

მალიში ექსტრემისტების თავდასხმას 25 სამხედრო ემსხვერპლა და 60 გაუჩინარდა

მალიში ექსტრემისტების თავდასხმას
მალიში ექსტრემისტების თავდასხმას 25 სამხედრო ემსხვერპლა და 60 გაუჩინარდა

მალიში ორ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 25 სამხედრო დაიღუპა და 60 ადამიანი გაუჩინარდა.

შეიარაღებულმა ექსტრემისტებმა ბურკინა-ფასოს საზღვართან მდებარე 2 სამხედრო ბაზაზე იერიში ერთდროულად მიიტანეს. 

პირველი შეტევა ბულიკესიასთან, სამხედრო ბანაკ G5 Sahel Force -ზე მოხდა. ბანაკში ბურკინა-ფასოს, ჩადის, მალის, მავრიტანიისა და ნიგერიის სამხედრო ძალების ერთობლივი შენაერთებია დისლოცირებული. სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს, მოკლულია 15 ექსტრემისტი, განადგურებულია ტექნიკა, თუმცა სამხედრო ბანაკსაც სერიოზული მატერიალური ზიანი მიადგა.

ექსტრემისტებმა მეორე შეტევა მონდოროში მდებარე სამხედრო ბაზაზე განახორციელეს.

მალის ხელისუფლება პასუხისმგებლობას „ანსარ ალ-ისლამს" აკისრებს, რომელიც „ალ-ქაიდასთან“ ასოცირებული ორგანიზაციაა.

ექსტრემისტები უკვე რამდენიმე წელია ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთით არიან გამაგრებულები და საზღვრებთან მიმდებარე ტერიტორიებზე, მალისა და ნიგერიაში, თავდასხმებს ახორციელებენ. ტერაქტებს უკვე ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system