თავში

მალიში გატაცებული ჟურნალისტი ვიდეომიმართვას ავრცელებს

მალიში გატაცებული ჟურნალისტი ვიდეომიმართვას ავრცელებს
მალიში გატაცებული ჟურნალისტი ვიდეომიმართვას ავრცელებს

გასულ თვეში მალის ჩრდილოეთით ქალაქ გაოში ისლამისტი მებრძოლების მიერ გატაცებული ფრანგი ჟურნალისტის ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ის საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ მის გასათავისუფლებლად. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

"მე ოლივიე დუბუა ვარ. ფრანგი ვარ. მე ჟურნალისტი ვარ. 8 აპრილს გაოში გამიტაცეს ალ-ქაიდას დაჯგუფების წევრებმა. მივმართავ ჩემს ოჯახს, მეგობრებს და საფრანგეთის ხელისუფლებას, რომ მათ ყველაფერი გააკეთონ, რომ მე გამათავისუფლონ", - ნათქვამია 21 წამიან გამოქვეყნებულ ვიდეოში.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system