თავში

მალიში ტერაქტს 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა

მალიში ტერაქტს 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა
მალიში ტერაქტს 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა

მალის ცენტრში მასშტაბური ტერაქტი მოხდა. შეიარაღებული პირები ბურკინა-ფასოს საზღვარზე მდებარე 4 სოფელს დაესხნენ თავს. 

ტერორისტები პიკაპებითა და მოტოციკლებით შეიჭრნენ სოფელში და მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმა ეთნიკური დოგონებით დასახლებულ ტერიტორიებზე მოხდა. ტერაქტს 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

მალიში 2012 წლიდან ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" დაჯგუფებები მოქმედებს. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში ტერაქტებს 300 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system