თავში

მალტა 90 მიგრანტის მიღებაზე უარს აცხადებს

მალტა 90 მიგრანტის
მალტა 90 მიგრანტის მიღებაზე უარს აცხადებს

მალტამ უარი განაცხადა იმ 90 მიგრანტის მიღებაზე, რომლებიც იტალიის სასაზღვრო პოლიციის გემმა თავის ზონაში გადაარჩინა. იტალიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ მათ ლიბიიდან წამოსული ნავი მალტის სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის თხოვნით მალტის ტერიტორიულ წყლებში აიყვანეს, მაგრამ მათ ტრანსპორტირებასა და უკან დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა მალტას უნდა აეღო. 

მალტის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდნენ და ამ დროს საქმეში იტალიელები ჩაერივნენ. შემდეგ კი კომენტარი აღარ გაკეთებულა. 

მალტის მოთხოვნით მიგრანტები უახლოეს უსაფრთხო ნავსადგურში უნდა წაევანათ, რომელიც ამ შემთხვევაში იტალიის კუთვნილი კუნძული ლამპეტუზა იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system