თავში

მალტაში 65 მიგრანტს COVID-19 დაუდასტურდა

მალტაში 65 მიგრანტს COVID-19 დაუდასტურდა
მალტაში 65 მიგრანტს COVID-19 დაუდასტურდა

მალტაში სანაპირო დაცვის მიერ გადარჩენილ 94 მიგრანტიდან 65-ს კორონავირუსი დაუდასტურდა და კიდევ 9 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან.

ქვეყნის ხელისუფლების თქმით, მიგრანტთა 94-წევრიანი ჯგუფი ხმელთაშუა ზღვაში 30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ისინი წარმოშობით მაროკოდან, ერიტრეადან და სუდანიდან არიან. 

”გემით ჩამოსული მიგრანტები 14 დღის განმავლობაში კარანტინში იქნებიან და ტესტირებები ჩაუტარდებათ, ხოლო მიგრანტები, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ, იზოლირებულები იქნებიან", - განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, მიგრანტთა ეს ჯგუფი მალტაში ერთად ჩავიდა და კორონავირუსის აღმოჩენამდე ძალიან ცოტა ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

შეგახსენებთ, მალტაში კორონავირუსის სულ 708 შემთხვევა და 9 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.
 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system