თავში

მალტის მთავრობა ტურისტებს 200 ევროს სთავაზობს

მალტის მთავრობა ტურისტებს 200 ევროს სთავაზობს
მალტის მთავრობა ტურისტებს 200 ევროს სთავაზობს
© pixabay — malta

მალტის ხელისუფლება, ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უცხოელ ტურისტებს 200 ევროს გადაუხდის, თუ ისინი კუნძულზე სულ მცირე 3 დღე დარჩებიან. ამის შესახებ გამოცემა The Hindustan Times წერს.

მალტის ტურიზმის სააგენტოში აცხადებენ, რომ საამისოდ ტურისტებს ადგილობრივი სასტუმროების წინასწარ დაჯავშნა მოუწევთ. 

ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების სტუმრები ჯამში 200 ევროს მიიღებენ. ნახევარ თანხას მათ მალტის ხელისუფლება  გადასცემს, ხოლო მეორე 100 ევროს ისინი სასტუმროსგან მიიღებენ. ტურისტები, რომლებიც ოთხვარსკვლავიან  სასტუმროში აპირებენ დარჩენას 150 ევროს მიიღებენ, ხოლო სამვარსკვლავიანი სასტუმროს სტუმრები - 100 ევროს. 

მალტის ხელისუფლება შეზღუდვების მოხსნას 1 ივნისამდე გეგმავს. 

ტურიზმის წილი მალტის ეკონომიკაში 27 პროცენტს შეადგენს. სწორედ ამიტომ, ხელისუფლება პანდემიით დაზარალებული ტურიზმის აღდგენას ცდილობს. 2019 წელს ქვეყანამ 2.7 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი მიიზიდა, მაგრამ 2020 წლის მარტში ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა 80%-ით   შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system