თავში

მამა, რომელმაც 14 წლის ქალიშვილს თავი მოჰკვეთა, დაკავებულია

მამა, რომელმაც 14 წლის ქალიშვილს თავი მოჰკვეთა, დაკავებულია
მამა, რომელმაც 14 წლის ქალიშვილს თავი მოჰკვეთა, დაკავებულია

ირანში პოლიციამ დღეს მამაკაცი დააკავა, რომელმაც საკუთარ არასრულწლოვან ქალიშვილს თავი მოჰკვეთა.

14 წლის რომინა აშრაფი 35 წლის კაცთან ერთად მას შემდეგ გაიპარა, რაც მამამ მას უფროს მამაკაცზე დაქორწინების უფლება არ მისცა. პოლიციამ წყვილი იპოვა და გოგონა სახლში დააბრუნა. არასრულწლოვანმა მათ უთხრა, რომ მამის რისხვის ეშინოდა, თუმცა, სამართალდამცავებმა ეს არ გაითვალისწინეს. გასულ ხუთშაბათს გოგონას მამა ღამით თავს დაესხა და ეგრეთ წოდებული „ღირსების მკვლელობა“ ჩაიდინა.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ, მომხდართან დაკავშირებით, ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ კანონის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტმა პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მომზადება მოსთხოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system