თავში

მამა შვილს 7 წლის ასაკიდან აუპატიურებდა

​მამა შვილს 7 წლის ასაკიდან აუპატიურებდა
მამა შვილს 7 წლის ასაკიდან აუპატიურებდა

სინგაპურში მამაკაცი თავის შვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა. 7 წლის ასაკიდან გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამის შესახებ CNA წერს. 

გაუპატიურების დროს მამა შვილს პორნოგრაფიას აყურებინებდა.

48 წლის მამაკაცს სასამართლომ 28 წლით თავისუფლების აღკვეთა და 24-ჯერ გაროზგვა მიუსაჯა.

გამოძიების ინფორმაციით, პირველად მამამ შვილი, რომელიც იმ დროისთვის 7 წლის იყო, 2010 წელს გააუპატიურა. მან მეორე, უმცროსი გოგონა ოთახში ტელევიზორთან დატოვა, უფროსი კი საძინებელში შეიყვანა.

გოგონას თქმით, მას ეშინოდა, რომ მამა ეჩხუბებოდა, ამიტომ დანებდა. გაუპატიურების შემდეგ, შარდვისას ბავშვმა ძლიერი ტკივილი იგრძნო, თუმცა მამაკაცმა მას ამის შესახებ საუბარი აუკრძალა და დაემუქრა, რომ თუ ვინმეს ამის შესახებ ეტყოდა, ამბავი ცუდად დამთავრდებოდა. მხოლოდ 2017 წელს გოგონამ გაბედა და დედას უთხრა, რომ მამა მასზე სექსუალურად ძალადობდა.

მეორევე დღეს დედამ ის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა და განცხადება დაწერა. მამაკაცი იმავე დღეს დააკავეს. სასამართლომ განაჩენი 20 აგვისტოს გამოიტანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system