თავში

მამაკაცები ერთმანეთზე გადასახადების აცილების მიზნით ქორწინდებიან

​მამაკაცები ერთმანეთზე გადასახადების აცილების მიზნით ქორწინდებიან
მამაკაცები ერთმანეთზე გადასახადების აცილების მიზნით ქორწინდებიან

ჰეტეროსექსუალმა ირლანდიელმა მაიკლ ო'სალივანმა საუკეთესო მეგობარ მამაკაცზე იქორწინა იმისთვის, რომ მემკვიდრეობაზე არსებული გადასახადი აღარ გადაეხადა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Star ავრცელებს.

ო'სალივანი აცხადებს, რომ 3 წლის წინ მის საუკეთესო მეგობარს, მეტ მერფის დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. ეს სიმპტომების ერთობლიობაა, რომელსაც ტვინის მუშაობის მოშლა იწვევს. ექიმების თქმით, პაციენტს მხოლოდ რამდენიმე წელი ჰქონდა.

მერფი ფერმას ფლობდა, რომლის გადაცემა მემკვიდრეობით მეგობრისთვის, მაიკლ ო'სალივანისთვის სურდა. ამ შემთხვევაში ამ უკანასკნელს 50 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობის გადასახადის გადახდა უწევდა. ამიტომაც მეგობრებმა დაქორწინება გადაწყვიტეს. ურთიერთობების დაკანონების შემთხვევაში მემკვიდრეობაზე გადასახადის გადახდა აღარ არის საჭირო.

2020 წელს მერფი გარდაიცვალა. ო'სალივანმა კი ფერმა მემკვიდრეობით ოფიციალურად მიიღო.

"იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაგალითი სხვა ადამიანებისთვის შთაგონების წყარო გახდება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ფერმერია, რომელიც დაქორწინებული არ არის. თუ კი მათ ვინმესთვის ქონების მემკვიდრეობით გადაცემა მოუნდებათ, შეუძლიათ ამ "ლაიფჰაკით" ისარგებლონ.

შეგახსენებთ, რომ ერთსქესიანთა ქორწინება ირლანდიაში 2015 წლის მაისიდან არის დაკანონებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system