თავში

მამაკაცები, რომელთაც ნაქირავებ მანქანაში ნარკოტიკები დარჩათ, დააკავეს 

მამაკაცები, რომელთაც ნაქირავებ მანქანაში ნარკოტიკები დარჩათ, დააკავეს 
მამაკაცები, რომელთაც ნაქირავებ მანქანაში ნარკოტიკები დარჩათ, დააკავეს 

აშშ-ის პოლიციამ ნიუ-იორკის შტატში ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი დააკავა.

აასიმ ჰილთსი და შერიფ ფრეიზერი ოლბანის აეროპორტში მას შემდეგ აიყვანეს, რაც პოლიციაში მანქანების გამქირავებელი კომპანიიდან დარეკეს და მანქანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების არსებობის შესახებ შეატყობინეს. როგორ აღმოჩნდა, მამაკაცებმა მანქანა იქირავეს, ტრანსპორტის უკან დაბრუნებისას კი შიგ ნარკოტიკები დარჩათ.

სამართალდამცავებმა მანქანაში 140 პაკეტი დაფასოებული ჰეროინი, 35 გრამი მეტამფეტამინი, მარიხუანა და 5600 დოლარი იპოვეს. დაკავებულებს ნარკოტიკების გადაზიდვასთან დაკავშირებთი 10 ბრალდება აქვთ წაყენებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system