თავში

მამაკაცი 17 წელია ყოველ საღამოს ენოტების ფარას კვებავს - PHOTO - VIDEO

მამაკაცი 17 წელია ყოველ საღამოს ენოტების ფარას კვებავს
მამაკაცი 17 წელია ყოველ საღამოს ენოტების ფარას კვებავს - PHOTO - VIDEO

კანადის მკვიდრი ჯეიმს ბლექვუდი, რომელიც შოტლანდიის პროვინციაში ცხოვრობს, 17 წელია ყოველ საღამოს ტყეებში მცხოვრებ ენოტების ფარას გარდაცვლილი მეუღლის თხოვნით კვებავს.

ის ცხოველებს შოკოლადის ორცხობილებსა და ძაღლების საკვებს აძლევს. ერთ-ერთმა ვიდეომ, რომელშიც ენოტები ჯეიმსს სახლის შესასვლელთან ელოდებიან, რათა საკვები მიიღონ, 5 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

"თოვდა, ტემპერატურა ნულის ქვემოთ იყო, ენოტები ძალიან მშივრები იყვნენ და იცოდნენ, რომ ზამთრისთვის საკვების დიდი მარაგი სჭირდებოდათ", - განაცხადა ჯეიმსმა.

ჯეიმსის თქმით, ენოტების გამოკვების იდეა თავდაპირველად მის მეუღლეს დაებადა, რომელიც სიმსივნით გარდაიცვალა.

"ის 2003 წელს სიმსივნით გარდაიცვალა და სიკვდილის წინ მთხოვა, რომ ენოტებზე, კატებზე და დედაზე მეზრუნა. მე ავასრულე მისი სურვილი და ვზრუნავ ცხოველებზე და დედაზე. მე სახლში კიდევ ორი კატა მყავს, კონორი და შარლოტა", - დასძინა მან.

მამაკაცმა ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ ბევრი გამოხმაურება მიიღო. მას ცხოველებისთვის ფული და საკვები შესთავაზეს, თუმცა ჯეიმსმა ყველას უთხრა, რომ ის საჩუქრებს ვერ აიღებდა.

"მადლობა ფულისა და საჩუქრების შეთავაზებისთვის, მაგრამ მე ვერ ავიღებ მათ. მირჩევნია, თქვენს ადგილობრივ რაიონებში დაეხმაროთ ცხოველებს", - მიმართა ჯეიმსმა მის მაყურებელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system