თავში

მამაკაცი დანაშაულის აღიარებას აპირებს, რომლის შედეგადაც 36 ადამიანი გარდაიცვალა

მამაკაცი დანაშაულის აღიარებას აპირებს, გარდაიცვალა
მამაკაცი დანაშაულის აღიარებას აპირებს, რომლის შედეგადაც 36 ადამიანი გარდაიცვალა

სან-ფრანცისკოში, 2016 წელს მომხდარი ხანძრის შემდეგ 36 ადამიანი გარდაიცვალა. ხანძარი ელექტრონული მუსიკის წვეულებაზე გაჩნდა, რომელიც ერთ-ერთ ნახევრად ჩამონგრეულ შენობაში იმართებოდა. შენობის მეიჯარე, დერიკ ალმენა აპირებს საკუთარი დანაშაული აღიაროს, მას შემდეგ რაც ნაფიც-მსაჯულთა სასამართლომ გადაწყვეტილება მის დანაშაულთან დაკავშირებით ვერ მიიღო (ხმები გაიყო).

შენობის იჯარით აღების დროს, ხელშეკრულებაში ნათქვამი იყო, რომ ალმეიდა გამოიყენებდა მას როგორც გალერეა, თუმცა ის ამ პირობას არ ასრულებდა და ხშირად აწყობდა წვეულებებს. 

შენობაში, რომელიც "გემი მოჩვენების" სახელით იყო ცნობილი, არ არსებობდა ცეცხლის აღმომჩენი და ჩამქრობი მექანიზმები. 

სწორედ ერთ-ერთი წვეულების დროს გაჩნდა ხანძარი, რომელმაც 36 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპა. ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ წვეულების დამსწრეებმა მეორე სართულიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს. 

როგორც პროკურორებმა დაღუპულის ოჯახის წევრებს უთხრეს, დერეკი აპირებს აღიაროს დანაშაული, რის გამოც 9 წელს მიუსჯიან, თუმცა იმის გამო, რომ მან გარკვეული დრო უკვე გაატარა ციხეში და თან ის იქ კარგად იქცეოდა, შესაძლოა მან საერთოდ აღარ გაატაროს გისოსებს მიღმა დრო. 

აღსანიშნავა, რომ დერეკ ალმეიდა 2020 წელს გირაოთი გამოვიდა და ამჟამად შინა პატიმრობაში იმყოფება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system