თავში

მამაკაცი ძაღლმა ალოკა, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა

​მამაკაცი ძაღლმა ალოკა, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა
მამაკაცი ძაღლმა ალოკა, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა

გერმანიის ქალაქ ბრემენში 63 წლის მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის საკუთარმა ძაღლმა ალოკა. მას მთელს სხეულზე წყლულები გაუჩნდა და სიცხე 41 გრადუსამდე ავარდა.

სიკვდილის მიზეზად მედიკოსები ბაქტერიებს, Capnocytophaga Canimorsus ასახელებენ, რომელთაც შინაური ცხოველის ნერწყვი შეიცავდა. პაციენტს, რომელიც საავადმყოფოში მოათავსეს, სეფსისი და ნევროტული ტკივილები დაეწყო. გარკვეული დროის შემდეგ შინაგანი ორგანოები გაეთიშა.

ექიმებმა რეანიმაციული ღონისძიებები დაიწყეს, თუმცა უშედეგოდ. პაციენტის ტვინში სითხე დაგროვდა. ჰოსპიტალიზაციიდან მე-16 დღეს მამაკაცი გარდაიცვალა.

ექიმების განცხადებით, ასეთი ინფიცირება 1,5 მილიონში ერთი ადამიანის შემთხვევაში ხდება და 28-31% ლეტალური შედეგით სრულდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system