თავში

მამაკაცი გასაუბრებაზე გარდაიცვალა

​მამაკაცი გასაუბრებაზე გარდაიცვალა
მამაკაცი გასაუბრებაზე გარდაიცვალა

ჩინეთში 39 წლის მამაკაცი ახალ სამსახურში გასაუბრების დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ AsiaOne ავრცელებს.

ის მენეჯერის კითხვებს პასუხობდა, როდესაც მოულოდნელად გული წაუვიდა და იატაკზე დაეცა.

კომპანიის თანამშრომლებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. სიკვდილის მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა.

აღმოჩნდა, რომ წინა სამსახურში მამაკაცი ბევრს მუშაობდა და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება მუდმივად უწევდა. სტრესის გამო ის მაღალ წნევას უჩიოდა. ექიმების თქმით, მამაკაცის ორგანიზმმა ასეთ დატვირთვას ვეღარ გაუძლო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system