თავში

მამაკაცი ნაგვის კონტეინერში გაიჭედა და გარდაიცვალა

​მამაკაცი ნაგვის კონტეინერში გაიჭედა და გარდაიცვალა
მამაკაცი ნაგვის კონტეინერში გაიჭედა და გარდაიცვალა

ასაკოვანი მადრიდელი მამაკაცი, რომელიც სპეციალურ კონტეინერში ნაგვის შემოწმებას ცდილობდა, შიგნით გაიჭედა და გარდაიცვალა.

79 წლის მამაკაცის ცხედარი ვიკალვაროს რაიონში აღმოაჩინეს.

გამოძიების ინფორმაციით, მან ნაგავი გაიტანა, სახლში დაბრუნებულს კი ეჭვი შეეპარა, რომ ის სწორ კონტეინერში ჩააგდო და მისი შემოწმება გადაწყვიტა.

ის კონტეინერთან დაბრუნდა და შიგნით თავი შეყო, რის შედეგად გაიჭედა. წელზემოთ გაჭედილ მდგომარეობაში ის პოლიციამ იპოვა. სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system