თავში

მამაკაცი პირველ სამუშაო დღეს ლიფტში დაიღუპა

მამაკაცი პირველ სამუშაო დღეს ლიფტში დაიღუპა
მამაკაცი პირველ სამუშაო დღეს ლიფტში დაიღუპა

თურქეთში, საზარელი ტრაგედია დატრიალდა. 4 შვილის მამა, 47 წლის ნაილ ფოლათი მუშაობის დაწყების პირველივე დღეს დაიღუპა. შემთხვევა ადანაში მოხდა. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

მამაკაცმა მუშაობა სურსათის ახლადგახსნილ მაღაზიაში დაიწყო. პროდუქტებით დატვირთული ურიკა მას შეკვეთილ მისამართზე, მე-9 სართულზე უნდა მიეტანა. პროდუქტების ადგილზე დატოვების შემდეგ მან ლიფტი გამოიძახა. ტექნიკური გაუმართაობის გამო კარი გაიღო, მაგრამ ადგილზე ლიფტი არ იყო. 

მამაკაცი, რომლესაც თან ცარიელი ურიკა მიჰქონდა, ლიფტში ზურგით შევიდა და მე-9 სართულის სიმაღლიდან ლიფტის შახტაში ჩავარდა. სახლის მცხოვრებლებმა სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს, თუმცა მამაკაცი გარდაცვლილი იყო. შემთხვევის მიზეზებს სამართალდამცავები იძიებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system