თავში

მამაკაცი, რომელიც 17 წელი იმალებოდა, გამოქვაბულში იპოვეს

მამაკაცი, რომელიც 17 წელი იმალებოდა, გამოქვაბულში იპოვეს
მამაკაცი, რომელიც 17 წელი იმალებოდა, გამოქვაბულში იპოვეს

2002 წელს ციხიდან გაქცევის შემდეგ, სონგ ჯიანგი 17 წლის განმავლობაში კუნძულზე მარტო იმალებოდა. მამაკაცი პოლიციის დრონმა აღმოაჩინა.

ჯიანგი ციხიდან გაიქცა, სადაც ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით იხდიდა სასჯელს.

63 წლის სონგი აცხადებს, რომ ის ცივილიზაციას მოშორდა და თავისი სამფლობელო იუნანის მაღალმთიან რეგიონში მოიწყო. ის სასმელ წყალს პლასტმასის ბოთლში აგროვებდა, ხოლო ცეცხლის დასანთებად ტყეში მოგროვებულ ხის ტოტებს იყენებდა. სურათებში კარგად ჩანს უხეში ქვის საწოლი, რომელიც გამოქვაბულის უკანა ნაწილზე კლდეზეა გაკეთებული. მამაკაცს ასევე ძველი ქოთნები ჰქონდა, რომლებსაც ღია ცეცხლზე საჭმლის დასამზადებლად იყენებდა.

გაქცეული იმდენი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე, რომ როდესაც იპოვეს, მას ოფიცერთან კომუნიკაციის დასამყარებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა. პოლიციამ მისი შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ ცნობა მიიღო და დრონის გამოყენება გადაწყვიტა. გადაღებულ მასალაში ფოლადის ფილა და საყოფაცხოვრებო ნაგვის კვალი შეიმჩნეოდა.

პოლიციამ სონგ ჯიანგი ისევ ციხეში დააბრუნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system