თავში

მამაკაცი "სასიყვარულო ჯიჰადის" გამო დააპატიმრეს

​მამაკაცი "სასიყვარულო ჯიჰადის" გამო დააპატიმრეს
მამაკაცი სასიყვარულო ჯიჰადის გამო დააპატიმრეს

ინდოეთში, უტარ პრადეშის შტატში მამაკაცი დააპატიმრეს, რომელსაც "სასიყვარულო ჯიჰადი" (ინდოეთში გავრცელებული თეორია, რომ მუსლიმი მამაკაცები ინდუსი ქალების ცდუნებას ცდილობენ,  მათი ისლამის სარწმუნოებაზე მოქცევის მიზნით) ედება ბრალად. ინფორმაციას BBC  ავრცელებს. 

მამაკაცს ქალის ოჯახმა უჩივლა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მუსლიმი ახალგაზრდა მათ ქალიშვილზე სერიოზულ ზეწოლას ახდენდა, რომ გოგოს სარწმუნოება შეეცვალა და ისლამი მიეღო. მამაკაცს გოგოს ოჯახმა შვილის მოტაცების გამო ერთი წლის წინაც უჩივლა, თუმცა გოგო მალე გამოჩნდა და მათ სარჩელი უკან გაიტანეს. გოგოს, როგორც ჩანს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა მუსლიმ ახალგაზრდასთან, თუმცა, მოგვიანებით სხვა მამაკაცზე გათხოვდა.

მუსლიმი ახალგაზრდის დაკავება ახალი კანონის საფუძველზე მოხდა, რომელიც ეგრეთ წოდებული "სასიყვარულო ჯიჰადის" სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს.

ამ კანონის მიღებაზე, რომელსაც ისლამოფობიურსა და დისკრიმინაციულს უწოდებს ინდოეთის მუსლიმი მოსახლეობა, ქვეყნის კიდევ რამდენიმე შტატში ფიქრობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system