თავში

მამაკაცი შეყვარებულს ოთახში 10 წელი მალავდა

​მამაკაცი შეყვარებულს ოთახში 10 წელი მალავდა
მამაკაცი შეყვარებულს ოთახში 10 წელი მალავდა
© indiatimes.com

ინდოეთში მამაკაცი წლები საკუთარ ოთახში ოჯახის წევრებისგან შეყვარებულს მალავდა. ამის შესახებ indiatimes.com წერს.

34 წლის რაჰმანმა ოჯახი შოკში ჩააგდო, როდესაც ცნობილიკ გახდა, რომ ის წლებია ოთახში 28 წლის შეყვარებულს, საჯიტას მალავდა. ქალო ოთახიდან მხოლოდ ღამე გამოდიოდა, როდესაც ყველას ეძინა. ოჯახს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ის სახლში ცხოვრობდა.

ყველაფერი მაშინ გაირკვა, როდესაც რაჰმანი სამი თვით გაუჩინარდა. ოჯახმა პოლიციას მიმართა, რომელმაც წყვილი იპოვა. მამაკაცმა სამართალდამცავებს უამბო, რომ ისინი 2010 წლიდან ერთად ცხოვრობენ. წყვილს ეშინოდა, რომ ოჯახები მათი კავშირი წინააღმდეგები იქნებოდნენ, ამიტომ რომანის შესახებ არავის უთხრეს.

როდესაც 2010 წელს ქალი გაუჩინარდა და პოლიციამ ის ვერ იპოვა, მისმა ოჯახმა ის გარდაცვლილად გამოაცხადა.

რაჰმანი ოჯახის წევრებს ოთახში შესვლას უკრძალავდა და უმეტესად დისტანციურად მუშაობდა, რათა შეყვარებული მარტო არ დარჩენილიყო. ამასთან, მამაკაცს შემოსავლის სტაბილური წყარო არ ჰქონდა, ამიტომ ის ცალკე გადასვლას ვერ შეძლებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system