თავში

მამაკაცმა 41 კვერცხი შეჭამა და მოკვდა

​მამაკაცმა 41 კვერცხი შეჭამა და მოკვდა
მამაკაცმა 41 კვერცხი შეჭამა და მოკვდა

ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში 42 წლის მამაკაცი 41 მოხარშული კვერცხის ჭამის შემდეგ გარდაიცვალა.

ის 50 კვერცხის შეჭმას გეგმავდა, რადგან სწორედ ამას ითვალისწინებდა სანაძლეო, რომლის მოგების შემთხვევაში ის 200 რუპიას მიიღებდა.

როდესაც მამაკაცმა 42-ე კვერცხი ხელში აიღო, მან გონება დაკარგა. ის საავადმყოფოში სასწრაფოდ გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მედიკოსების თქმით, პაციენტის კუჭმა 41 კვერცხს ვერ გაუძლო და სიკვდილის მიზეზი „გადამეტებული ნაყროვანება“ გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system