თავში

მამაკაცმა 51 ბავშვი ქიმიური ნივთიერებით მოწამლა

მამაკაცმა 51 ბავშვი ქიმიური ნივთიერებით მოწამლა
მამაკაცმა 51 ბავშვი ქიმიური ნივთიერებით მოწამლა

51 ბავშვი და სამი აღმზრდელი დაშავდნენ ჩინეთის პროვინცია იუნანში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღში მამაკაცი შევიდა, რომელმაც შენობაში ქიმიური ნივთიერება გააფრქვია.

სააგენტო "სინჰუას" ცნობით, ინციდენტი ქალაქ კაიუანში მოხდა. 23 წლის მამაკაცმა საბავშვო ბაღში კაუსტიკური სოდა (ნატრიუმის ჰიდროქსიდი) მოიტანა. პოლიციამ ის უკვე დააკავა. სამართალდამცავების განცხადებით, მისი მოტივი "საზოგადოებისადმი შურისძიება" იყო. დაკავებულების თქმით, მისი მშობლები გაეყარნენ, როდესაც ის პატარა იყო, რამაც ფსიქოლოგიური პრობლემები შეუქმნა. სამსახურსა და პირად ცხოვრებაში წარუმატებლობაში ის საზოგადოებას ადანაშაულებდა. 

მიმდინარეობს გამოძიება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system