თავში

მამაკაცმა 66 წლის წინ ნაპოვნი ხმლისთვის 2630 დოლარი მიიღო

მამაკაცმა 66 წლის წინ ნაპოვნი ხმლისთვის 2630 დოლარი მიიღო
მამაკაცმა 66 წლის წინ ნაპოვნი ხმლისთვის 2630 დოლარი მიიღო

მამაკაცმა, რომელმაც ცურვის დროს 3000 წლის ხმალი იპოვა, რელიქვის აღმოჩენისთვის სახელმწიფო ჯილდო მიიღო. 25 000 კრონი ჯილდოს სახით (დაახლოებით 2,630 დოლარი) მისმა მფლობელმა უნიკალური ნივთის აღმოჩენიდან 66 წლის შემდეგ მიიღო. 

80 წლის მამაკაცმა ეს ანტიკური ხმალი 1953 წელს სვარტანის მდინარეში იპოვა. ნივთისადმი ინტერესი იენჩეპინგის მუზეუმმა ახლახანს გამოთქვა. ის ძვ. წ. 1500-1100 წლით თარიღდება. მხოლოდ ამის შემდეგ   მიიღო მოხუცმა თავისი ჯილდო. 

2018 წლის ზაფხულში ტბიდან კიდევ ერთი უძველესი ხმალი 8 წლის გოგონამ გამოათრია. ეს რელიქვია  ჩვენი ეპოქის 650-770 წლებით იყო დათარიღებული, ხოლო გოგონამ ხმლის პოვნისათვის სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით 15,000 კრონი მიიღო.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system