თავში

მამაკაცმა ბავშვს თითები მოაჭრა იმის გამო, რომ მან პლანშეტი დაამტვრია

​მამაკაცმა ბავშვს თითები მოაჭრა იმის გამო, რომ მან პლანშეტი დაამტვრია
მამაკაცმა ბავშვს თითები მოაჭრა იმის გამო, რომ მან პლანშეტი დაამტვრია

ბურიატეთში მამაკაცმა 5 წლის ძმისშვილს თითები მოაჭრა იმის გამო, რომ ბავშვმა მისი პლანშეტი დაამტვრია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, გოგონა მამასთან და ბიძასთან ერთად მდელოზე წავიდა. საღამოსკენ ძმებმა ალკოჰოლური სასმელის მიღება დაიწყეს. ბავშვის მამა სახლში წავიდა, გოგონა კი ბიძასთან დატოვა. მან ბავშვს თავისი პლანშეტი ათხოვა, რათა მას ეთამაშა. გოგონას შემთხვევით ნივთი გაუვარდა და დაიმტვრა. მამაკაცი გაბრაზდა, გოგონას ხელი კუნძზე დადო, ნაჯახი დაარტყა და ორი თითი მოაჭრა.

ამის შემდეგ მან გოგონა სახლში მიიყვანა და ეზოში მარტო დატოვა. მშობლებმა სასწრაფო გამოიძახეს. მედიკოსებმა ერთი თითის მიკერება შეძლეს. მეორე თითი ბავშვმა დაკარგა.

მამაკაცი დაკავებულია. საქმე სასამართლოს გადაეცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system