თავში

მამაკაცმა ესპანეთის საგანგებო სამსახურებს 9 000-ჯერ დაურეკა

​მამაკაცმა ესპანეთის საგანგებო სამსახურებს 9 000-ჯერ დაურეკა
მამაკაცმა ესპანეთის საგანგებო სამსახურებს 9 000-ჯერ დაურეკა

ესპანეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ქვეყნის საგანგებო სამსახურებს 9 000-ჯერ დაურეკა და ოპერატორებს შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაცია ამის შესახებ გაზეთი El Comercio ავრცელებს.

49 წლის მამაკაცს უჩივლა სამსახურმა, რომელიც 091-ზე, ეროვნულ პოლიციაში ზარებს იღებს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ 2019 წლიდან ერთი ტელეფონიდან 091-ზე 3787 ზარი განხორციელდა და 4957 ზარი გადაუდებელი დახმარების სამსახურის ნომერზე 112. როგორც გამოძიებამ დაადგინა, გადაუდებელი დახმარების გამოძახების საჭიროებას არცერთი ზარი არ უკავშირდებოდა. აბონენტის ერთადერთი მიზანი ოპერატორების შეურაცხყოფა და მუშაობაში ხელის შეშლა იყო.

პოლიციამ ეჭვმიტანილი მისი ვინაობის დადგენისთანავე დააკავა. მამაკაცს ადანაშაულებენ დაუმორჩილებლობაში, რადგან მან უგულებელყო ოპერატორების არაერთგზის მოთხოვნა, შეწყვიტოს ასეთი ზარები და არ დაკავოს ცხელი ხაზი.

გაზეთის ცნობით, ამ მუხლით ბრალდებულს, შესაძლოა, სამი თვიდან ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system