თავში

მამაკაცმა გატაცებული სასწრაფოს მანქანით 7 კაცის მკვლელობა სცადა

მამაკაცმა გატაცებული სასწრაფოს მანქანით 7 კაცის მკვლელობა სცადა
მამაკაცმა გატაცებული სასწრაფოს მანქანით 7 კაცის მკვლელობა სცადა

მამაკაცმა გატაცებული სასწრაფოს მანქანით 7 კაცის მკვლელობა სცადა

ნორვეგიაში 33 ნიკოლაი კაუფანგის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელსაც რამდენიმე მძიმე დანაშაული აქვს წაყენებული ბრალად. მამაკაცმა 2019 წელს სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცა და 7 ადამიანის მკვლელობა სცადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კაუფანგმა იარაღის მუქარით მანქანა წაართვა ექიმებს, რომლების მისი მიზეზით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე რეაგირებას ცდილობდნენ. ეჭვმიტანილმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდა, მანქანა გაიტაცა და სამართალდამცავებისგან თავის დაღწევა სცადა. ამ დროს მან მანქანა ტროტუარზე მყოფი ადამიანებისკენ მიმართა და მათ დაედევნა. ტროტუარზე მყოფმა დედამ, რომელსაც საბავშვო ეტლში 8 თვის ტყუპები ჰყავდა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა თავის დაღწევა ძლივს შეძლეს. ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა, თუმცა მას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება არ მიუღია. გაქცეული დამნაშავე დაკავებამდე კიდევ რამდენიმე მანქანას დაეჯახა.

მსგავსი ბრალდებებით კაუფანგს 21 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა სასამართლომ სასჯელის დამატებითი ზომა შეიძლება მოითხოვოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system