თავში

მამაკაცმა ქალიშვილი გაყიდა, რათა ალკოჰოლი შეეძინა

​მამაკაცმა ქალიშვილი გაყიდა, რათა ალკოჰოლი შეეძინა
მამაკაცმა ქალიშვილი გაყიდა, რათა ალკოჰოლი შეეძინა
© Depositphotos

ინდოეთის ქალაქ ჯაჯპურში მამაკაცმა ქალიშვილი გაყიდა, რათა თავისთვის ალკოჰოლი შეეძინა. ამის შესახებ Times of India წერს.

მისი ცნობით, პოლიციას ასაკოვანმა მამაკაცმა მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა შვილმა საკუთარი ქალიშვილი უშვილო წყვილს 5 ათას რუპიად მიჰყიდა. მიღებული თანხა მან ალკოჰოლის შეძენაზე დახარჯა.

ბაბუამ საკუთარი ვაჟი ბავშვებით ვაჭრობაში დაადანაშაულა და პოლიციას ბავშვის გადარჩენა სთხოვა.

წინასწარი ინფორმაციით, გოგონა, სავარაუდოდ, სოფელ ჰატასაჰიში იმყოფება. სწორედ აქ ცხოვრობდნენ სავარაუდო მყიდველები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system