თავში

მამაკაცმა კორონავირუსზე ცნობა გააყალბა

​მამაკაცმა კორონავირუსზე ცნობა გააყალბა
მამაკაცმა კორონავირუსზე ცნობა გააყალბა

აშშ-ის ფედერალური პროკურატურა 34 წლის სანტვონ ანტინიო დევისს სამედიცინო ცნობის გაყალბებაში ადანაშაულებს. ატლანტაში მცხოვრებმა მამაკაცმა სამედიცინო ცნობა გააყალბა, სადაც ეწერა, რომ იგი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული. კომპანიამ მუშაობა შეაჩერა, დეზინფექცია ჩაატარა, თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში გაუშვა და ამ ხნის განმავლობაში მათ ანაზღაურება შეუნარჩუნა. ანტინიო დევისის ტყუილმა, მთლიანობაში, კომპანია 100 000 დოლარით აზარალა.

საქმეში გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთო. აშშ-ში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დაქირავებულები კორონავირუსს იმიზეზებენ, სამსახურში არ დადიან, ხელფასს, ან დახმარებას იღებენ და კომპანიასა და სახელმწიფოს აზარალებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system